ვიზიტი სტრასბურგში

18 ივნისი 2015

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს მიწვევით იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მმართველი კომიტეტის სხდომაზე და ევროპის საბჭოს ეგიდით პირველად ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა თინათინ ქარსელაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში,რომელიც ეძღვნებოდა იურისტებისათვის ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის სწავლების მეთოდიკას.

ევროპის საბჭოს მიერ პირველ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად,ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გამჭვირვალე და ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები ზურაბ მუხურაძე, ია უჯმაჯურიძე და იურისტი მარიამ ასანიშვილი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს იმიტირებული პროცესის მონაწილეებს წარმატებულ გამოსვლას და აგრძელებს ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი